ახალი ამბები

თელავის მერიას შესაძლოა 19 შტატი დაემატოს

როგორც მერიაში აცხადებენ, შესაძლებელია აღნიშნული საშტატო ერთეულის შევსება სრულად არ მოხდეს. 
ვიცე-მერის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი რომელ სამსახურში გადანაწილდებიან დამატებული თანამშრომლები.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მესამე მოსმენით უკვე მიიღეს. ახლა გადაგზავნილია პრეზიდენტთან ხელმოსაწერად და მას შემდეგ რაც ხელი მოწერება, მაშინვე გამოვაცხადებთ ვაკანსიებს. ჩვენ ბიუჯეტის პროექტი უკვე წარდგენილი გვაქვს საკრებულოსთან და ცხადია მასში ცვლილებები შევა საშტატო ერთეულთან დაკავშირებით, ეს სახელფასო ფონდზეც აისახება. ძველი ფორმულით ჩვენ მერიაში იყო 69 საშტატო ერთეული, ახალი ფორმულით კი გვემატება 19 კაცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამ რაოდენობის თანამშრომელს ავიყვანთ. შესაძლოა ვაკანსიები ღია დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია ოპტიმალურად გადანაწილებული კადრები. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ ადექვატურები კანონის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ”-განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.