ახალი ამბები

პირს, რომლის მიმართაც ფარული მოსმენა-მიყურადება განხორციელდა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ვახტანგ ხმალაძეს თქმით, არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. მისივე თქმით, ეს ეხება პირად მონაცემებს.
,,თუ თქვენზე სადმე რამე ინფორმაცია დევს, უნდა გითხრან. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, როცა შეიძლება ასეთი ინფორმაცია არ გითხრან – ეს არის შემთხვევა, თუკი ხართ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, თუკი გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების მასალები საიდუმლოა, ვიდრე ის სასამართლოში არ წავა. ფარული მოსმენა შეიძლება განხორციელდეს ისეთ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს და მიმდინარეობს საქმის ძიება, ასევე როცა ადგილი აქვს პირის ძებნას; იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევას და საქმეს კონტრდაზვევრვის სამსახური იკვლევს. მიმდინარე წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებებით კანონში ჩაიდო ნორმა, რომლის მიხედვით, ვთქვათ ვიღაცის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ამ პირმა თქვენ დაგირეკათ, თქვენ დანაშაულთან არანაირი კავშირი არა გაქვთ, მაგრამ ეს მონაცემი იყო ჩაწერილი, როცა გამოძიება დასრულდება, თქვენ უნდა გაცნობონ მოსმენის თაობაზე და იმის შესახებ, რომ მასალა განადგურდა. შეიძლება გისმენდეს სახელმწიფო და შეიძლება გისმენდეს კერძო პირი, თუ უკანონო მოსმენას აქვს ადგილი, ამას ვერც ერთი და ვერც მეორე მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს და თუ კითხვას დასვამ, მისმენს თუ არა, გეტყვის, რომ არ გისმენს. მერე მიდი და არკვიე, გისმნენ თუ არ გისმენენ”, -განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან” ხმალაძემ. 
მისი თქმითვე, ფიზიკურ პირს აქვს უფლება, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტროს მის შესახებ პერსონალური მონაცმების დამუშავების შესახებ და ინსპექტორი უფლებამოსილია გამოიკვლიოს, გამოიძიოს, გააკონტროლოს, დაადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.