1. ვინც სქესობრივ განათლებაზე უარს ამბობს ის უარს ამბობს ბავშვის აღზრდაზე

სკოლაში სქესობრივი აღზრდის სავალდებულო საგნად დანერგვაზე არავინ საუბრობს. საკითხი, ფაქტო­ბრივად, ტაბუირებულია და მასზე საჯარო განხილვები არ მიმდინარეობს.

მეთერთმეტე კლასელი თაზო ხალხელაური მიიჩნევს, რომ სქეს­ობრივი განათლება სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, რათა მო­ზარდმა თავიდან აიცილოს უსია­მოვნებანი:

,,უნდა ისწავლებოდეს თუნდაც იმიტომ, რომ დაზღვეული იყოს მოზარდი, რათა არ დაავადდეს სხ­ვადასხვა გადამდები ინფექციების­გან. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგებმა უნდა იმუშავონ სახელძღვანელოს შედგენაზე და ასაკობრივად გან­საზღვრონ რა ტიპის ინფორმაცია მიაწოდონ”.

მეათეკლასელ ლიკა აივაზაშ­ვილის აზრით, უნდა არსებობდეს ილუსტრირებული წიგნები და სახელმძღვანელოები:

-,,არასწორად არის აღქმული სქესობრივი აღზრდა ჩვენში და ეს მიაჩნიათ სირხვილად. ეს ხდება იმიტომ, რომ ოჯახში მოზარდობის პერიოდში მას მშობლებმა უარი უთხრეს ინფორმაციის მიღებაზე და არ უპასუხეს მის შეკითხვებს. ეს არ არის სირცხვილი, თუ ვამბო­ბთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ, განათლებაც შესაბამისი უნდა გვქონდეს. არ უნდა გვრცხვენოდეს კითხვების დასმის და არ გვეში­ნოდეს ინფორმაციის მიღების. სირცხვილი ის არის, რომ პორ­ნოფილმებიდან იგებდე დამახინ­ჯებულ ინფორმაციას და არაფერი იცოდე ინფექციურ დაავადებებზე ან ელემენტარულ ესთეტიკაზე. ამიტომ უნდა დაგვანახონ, რომ სექსუალური განათლება არ არის გარყვნილება“.

აივაზაშვილის თქმით, პირველ რიგში საზოგადოება უნდა მივი­დეს იმ აზრამდე, რომ სექსუალურ აღზრდას თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვა­ნესი ფუნქცია აკისრია:

-,,ანატომიაში ხშირად ახტებიან მაგ პარაგრაფებს სკოლაში და არ ასწავლიან, რადგან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ამის მიმართ. როგორც დედასგან ვიცი, სექსო­ლოგია მოიცავს არაერთ თემას: რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, აბორტებს, ვენერიულ დაავადებე­ბს, ჰიგიენასა და სხვა, რაც აუცი­ლებლად უნდა ვიცოდეთ ყველამ, განსაკუთრებით მოზარდებმა. უნდა შემუშავდეს ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელიც ბავშვებისთ­ვის შოკისმომგვრელი არ იქნება “.

გასულ წელს თელავის #1 საჯა­რო სკოლაში ევროკავშირისა და განათლების სამინისტროს მხარ­დაჭერით, უნდა განხორციელებუ­ლიყო მოზარდებისათვის წიგნის კითხვის პროგრამა. სკოლაში შევიდა ,,18+” შინაარსის წიგნები, რომელიც გათვლილი იყო დაწყე­ბითი კლასის მოსწავლეებზე, თუმ­ცა პროგრამა საბოლოოდ ჩავარდა და დღემდე შეჩერებულია. ჩვენ დავინტერესდით რა გახდა სახელ­მძღვანელოს აკრძალვის მიზეზი, თუმცა სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა პასუხს თავი აარიდა.

პედაგოგ ნანა ცისკარაშვილის განცხადებით, სქეოსობრივი გა­ნათლების საჭიროების შესახებ საუბრები უნდა დაიწყოს:

,,როგორც პედაგოგს მიმაჩნია, რომ დაწყებითი კლასებიდან კი არა, არამედ საბავშვო ბაღიდანვე უნდა ისწავლებოდეს საგნის ელე­მენტები. ეს საკითხები ბუნებში არსებობს და დიდია დაინტერესება როგორც ბავშვობის, ასევე მოზარ­დობის ასაკში. საზოგადოებაში ამ თემას ტაბუ ადევს და მასზე ინტე­რესის გამოხატვაც კი ცუდ ტონად ითვლება. ჯანსაღია და ცოცხალია საზოგადოება იქ, სადაც ყველა კითხვას სცემენ პასუხს.

რატომ არუნდა ვისაუბროთ აღნიშნულ თემაზეჶიმიტომ, რომ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ვართ და გარყვნილებად ითვლება ამაზე საუბარი? სქესობრივ აღზრ­დაში უამრავი საკითხი შედის და მიმაჩნია, რომ რაც ადრეულ ასაკში ეცოდენებათ ამის შესახებ ჩვენს შვილებს, მით უფრო მარტივია მათი დაცვა.

დღეს უკვე უნდა დავიწყოთ ამ საკითხების განხილვა და საუბრები, რათა მოზარდებს ხელი შევუწყოთ ჯანსაღ აზროვნებაში”.

სქესობრივი განათლების აუ­ცილებლობაზე საუბრობს სექსო­ლოგი, პროფესორი და მედიცინის დოქტორი არჩილ ბაქრაძე. მისი შეფასებით, სქესობრივი განათ­ლება არათუ საჭირო, არამედ სავალდებულოა რადგან სქესო­ბრივი აღზრდა ბავშვის, მოზარ­დის აღზრდის ნაწილია:

,,პირველივე კლასიდან უნდა ისწავლებოდეს საკუთარი სქე­სისთვის დამახასიათებელი ქცევა და ზოგადად, სექსობრივი აღ­ზრდის ელემენტები. თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი აღზრდა საჯარო სკოლებში, ამ საკითხებზე პროფესიონალებმა უნდა იმუშავონ, მათ ვინც იციან ფსიქო-კულტურალური გარემო, რომელშიც ესა თუ ის აუდიტორია არსებობს“, – განმარტავს არჩილ ბაქრაძე.

საქართველოში მოზარდების სქესობრივი განათლების შესახებ კვლევა არ არსებობს, მეტიც სე­ქსუალური განათლების საჭი­როებაზე ყოველგვარი წამოწყება, კამათი თუ საჯარო განხილვები შეწყვეტილია.

ბავშვთა ფსიქოლოგები გამარ­ტავენ, რომ სქესობრივი გაანთ­ლება უნდა იწყებოდეს 4-5 წლის ასაკიდან, როცა ბავშვი ამჩნევს იდენტობას:

,,ბავშვის შეკითხვებს ყოველთვის უნდა გავცეთ ამომწურავი პასუხე­ბი, რომ არ გაუჩნდეს დაუკმაყო­ფილებლობის შეგრძნება. ინფორ­მაციის მიწვდა უნდა ხდებოდეს ასაკის შესაბამისად, როგორც ოჯახში, ასევე, სკოლაში“, – აცხა­დებს ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ თუშიშვილი.

ფსიქოლოგისვე განმარტებით, უდიდესი როლი აკისრია, რო­გორც ოჯახს, მშობლებს, ასევე, სკოლას. იგი ყურადღებას ორივეს როლზე ამახვილებს:

-,,ოჯახი და სკოლა – ორივემ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი. ბა­ვშვი ვითარდება 3 კუთხით – აკადე­მიური, ფიზიკური და სოციალური. ბავშვისთვის, ასევე მოზარდისთვის მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ხდე­ბოდეს ინფორმაციის მიწოდება“.

თუშიშვილისვე განცხადებით, სქესობრივი განათლების არარსე­ბობა მნიშვნელოვანადაა დამოკი­დებული ოჯახში დამკვიდრებული აღზრდის სტილზე:

,,სოციალური ქსელიდან ბავშვი იღებს არასწორ და მდარე ინ­ფორმაციას, ამიტომ მშობელთა კლუბებმა მასწავლებელსა და ფსიქოლოგთან ერთად შესაძლოა, რომ დაგეგმოს პროგრამები ჶ როგორ მიაწოდონ ბავშვს საჭირო ინფორმაცია, შეიმუშავონ ასაკო­ბრივი მოდულები, რადგან ერთი და იმავე ტერმინოლოგიით, ერთნაირი ინფორმაცია გადავცეთ ბავშვს სკოლაშიც, სახლშიცა და ბაღშიც. ცალჶცალკე რგოლები სიახლეს ეფექტურად ვერ დანერგავს“.

ფსიქოლოგის შეფასებით, ბა­ვშვის შეკითხვა არასდროს უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, რათა არასრულფასოვნების კომპლექს­მა არ გაიღვიძოს მასში:

,,არასდროს აარიდოთ შეკითხვე­ბს თავი, რადგან ბავშვი, მოზარდი, როცა მის შეკითხვების არ სცემენ პასუხს, თავს უმნიშვნელოდ მიიჩ­ნევს. ამას მოსდევს დეპრესია, რაც შეიძლება გამოიხატოს აგრესიაში. ასეთ დროს მშობლებმა უკვე აღარ იციან, ვის მიმართონ“.

მისივე თქმით, დღეს სქესობრივ განათლებაზე ყურადღებას არ ამახვილებენ, რაც ხელისშემშლე­ლი ფაქტორია მოზარდის სწორად ჩამოყალიბებისათვის:

-,,სქესობრივი მოწიფულობის კულტურულ განათლებაზე, ოჯახის დაგეგმვაზე, ორსულობაზე საინ­ფორმაციო შეხვედრები უნდა ტარდებოდეს, რაც თავიდან ბევრ პრობლემას აგვარიდებს. როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი, ვხედავ ამის დიდ საჭიროებას, თუ როგორ შევინარჩუნოთ სქეოსობრივად მოწიფული ახალგაზრდები ჯანმრ­თელები, ასაკის შესაბამისი სახელ­მძღვანელო ან სხვა სწავლების მეთოდიკა უნდა შევიმუშავოთ, მა­გალითად, საფუხურების, ბავშვის ასაკობრივი ინტერესის მიხედვით, რათა თავიდან ავიცილოთ ძალა­დობის ფაქტები.“

მშობლების შეხედულება სქეს­ობრივი სწავლების დანერგვის შესახებ სკოლაში სხვადასხვაგვა­რია. ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშ­ვის სქესობრივი აღზრდა 3-4 წლის ასაკში უნდა იწყებოდეს. ზეინაბ ირომაძეს მიაჩნია, რომ ბავშვმა ოჯახში უნდა მიიღოს გარკვეული ინფორმაცია და შემდეგ მოზარ­დობის პერიოდში ოჯახს სწორი ინფორმაციის მიწვდაში სკოლა უნდა დაეხმაროს:

-,,მყავს 2 შვილი, 5 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა. ორივეს სქეო­სობრივი აღზრდა დავიწყე მა­შინ, როდესაც პირველი შეკითხვა გაუჩნდათ, რომ მე ბიჭი ვარ, ის გოგო და რა სხვაობა ჩვენს შორის? ჩემმა შვილმა პირველი შეკითხვა თმასთან დაკავშირებით დასვა, რომ მას გრძელი თმა ჰქონდა და მე­ზობელ ბიჭს – მოკლე. ამის შემდეგ დავიწყე ილუსტრირებული წიგნე­ბის შეძენა, ახლაც ჩემი მეგობრები საზღვარგერეთიდან მიგზავნიან და ვცდილობ, სწორად მივაწოდო ბავშვებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად, რა არის ჩანასახი, როგორ ჩნდება ბავშვი, რა განსხვავებაა ბიჭსა და გოგონას შორის და სხვა საკითხები.“

ირომაძისვე განცხადებით, მას არ სურს არასწორი ინფორმაცია მიიღონ ბავშვებმა, თუნდაც კლსე­ლისგან ან სოციალური ქსელიდან:

,,გაცილებით მარტივია, რო­დესაც დედა და მამა ბავშვებთან კარგად ახერხებენ ურთიერთობას და მათთვის გასაგებ ენაზე უხსნიან სხვადასხვა საკითხს.

ინტერნეტით ან მეგობრისაგან გაგებული ინფორმაცია სასარგე­ბლო ვერ იქნება. ყველაფერს ვუხს­ნი მარტივად, როგორც შემიძლია; შემდეგ ჩნდება სხვა კითხვებიც და ვცდილობ, ყველა მათგანს ვუპა­სუხო.

მინდა, რომ სკოლაში ჩემმა შვი­ლებმა სქესობრივი განათლების საგანი ისწავლონ, სხვა ქვეყნებში უკვე სახელმძღვანელოს დახვეწაზე ფიქრობენ. უნდა გავიგოთ, რომ სქესობრივი განათლების მიღება გარყვნილება არ არის, პირიქით, ჩვენს შვილებს ვიცავთ ძალადობის­გან, აგრესიისგან, დეპრესიისგან და არასწორად აღზრდისგან.“

მშობლების ნაწილს სხვა მოსა­ზრება აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლაში სქესობრივი განათლე­ბის დანერგვა საჭირო საერთოდ არ არის:

,,რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ეგ საგანი, მით უმეტეს დაწყებითი კლასებიდან. არც ინ­ტერნეტი გვქონდა და არც მშო­ბლებს უსაუბრიათ ამ საკითხზე, თავისთავად გაიგებს ყველაფერს, როცა ბავშვი გაიზრდება“, – აცხა­დებს გენო ოთარაშვილი.

ექიმი-სექსოლოგი არჩილ ბა­ქრაძე განმარტავს, რომ მშობლებს ხშირად აღნიშნულ საკითხზე საუბარი ეუხერხულებათ მაშინ, როდესაც სქესობრივი აღზრდა ზოგადი აღზრდის ნაწილია:

,,თუ მშობელი ამბობს, რომ სექსუალური აღზრდა საჭირო არ არის, იგი უარს ამბობს, ბავშვის აღ­ზრდაზე. მთავარია, კონკრეტულად და გასაგებად აუხსნან. ამ დროს ყველა დუმს ამ საკითხზე. ოჯახე­ბში ურთულესი მდგომარეობაა. როგორ შეიძლება, მოიძებნოს გა­მოსავალი, რომ როგორღაც ერთი დასკვნა გამოვიტანოთ? ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ ბავშვობის­დროინდელი პრობლემები 50 წლის ასაკში იჩენს თავს. ყველა მშობელს ვერ ჩავუტარებთ ტრეინინგს, თა­ვად მათ უნდა იცოდნენ, ინფორ­მაცია შვილებს როგორ მიაწოდონ”.

სექსოლოგის აზრით, ის რომ არასრულწლოვანთა ასაკში ოჯახის შექმნა, არასასურველი ორსულობისა და აბორტის რიცხ­ვი, დაავადებები და სხვა პრობლე­მები მატულობს, ეს სქესობრივი აღზრდის არარსებობის შედეგია, რაც საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობი და უცხოა.

საზოგადოების ნაწილი თანხმ­დება იმაზე, რომ სქესობრივი განათლება უნდა მიიღონ, თუმცა არავის აქვს ზუსტი პასუხი, რას მოიცავდეს განათლება – ადა­მიანის სხეულს, მასში მიმდინარე პროცესებს, კონტრაცეფციას, რეპროდუქციის ბიოლოგიურ მხა­რესა თუ აბორტს ან სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. ისი­ნი ამბობენ, რომ სწავლების და­ნერგვა საჯარო სკოლებში თუ არ გამორიცხავს, შეამცირებს მაინც პრობლემას და პასუხს გასცემს ბევრ ტაბუდადებულ კითხვებს.