ახალი ამბები

საქართველოში საკვები პროდუქტები გაძვირდა

საქართველოში საკვები პროდუქტები გაძვირდა ბოლო ორ დღეში, საქართველოში საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა. სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა, მაგალითად, თუ ტომარა აქამდე 25-26 ლარი ღირდა, ახლა 36-37 ლარი ღირს. გაძვირებულია შაქარიც. ერთი ტომარა შაქარი 61 ლარიდან 64 ლარამდე გაძვირდა. გაძვირებულია ყველა სახის ბურღულეული. 
10 თეთრიდან 20 თეთრამდე გაძვირდა შესქელებული რძე და თუ ღირდა 1,50 ლარი, ახალი ფასი 1,65 ლარია. ყველა დასახელების კარაქი 5-დან 10 თეთრამდე გაძვირდა. რაც შეეხება რძის სხვა პროდუქტებს, ფასი თითქმის არ შეცვლილა. სავაჭრო ობიექტებში ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. 
კვების პროდუქტების იმპორტიორები აცხადებენ, რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასები მიბმულია ლარის კურსზე. ამიტომ, როდესაც კურსის მერყეობა სწრაფად ხდება იმპორტიორები გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. ბიზნსმენებისა და იმპორტიორების განცხადებით, პროდუქტებზე ფასები თითქმის 5%–ით გაძვირდა, ხოლო იმ შემთხვევაშ თუ 1,9–იან ნიშნულს ასცდა პროდუქცია 10% გაძვირდება.