ახალი ამბები

თუში მეცხვარეებისთვის ერთიანი ვეტერინარული მომსახურების სისტემა შეიქმნება

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბალახის საფარის რეაბილიტაციასა და მეცხვარეობაში საძოვრების მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ცხვრის ფერმების რეაბილიტაციას, რომელსაც ტურისტული დატვირთვაც ექნება. 
პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება თუში მეცხვარეებისთვის ერთიანი ვეტერინარული მომსახურების სისტემის შექმნა. ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელის, ზურაბ მურთაზაშვილის თქმით, მთავრობა მხოლოდ ხუთი ტიპის ვაქცინაციას აფინანსებს, ყველა სხვა დაავადების პრევენცია კი მეცხვარეთა პასუხისმგებლობაა. 
მისი თქმით, ვეტერინარებს საჭირო უნარები აქვთ, მაგრამ უკეთესი საორგანიზაციო სქემა სჭირდებათ. 
UNDP-ის პროექტის მენეჯერის, თორნიკე ფულარიანის, თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მობილური ჯგუფის შექმნა, რომელიც შეიძლება გამოცოცხლდეს სტუდენტების მოზიდვით, რომლებიც მოხალისეებად იმუშავებენ.
ევროკავშირის წარმომადგენელი ალვარო ორტეგა აპარიციო ამბობს, რომ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ სოფლის განვითარების თანამედროვე მიდგომები დანერგა, რამაც სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მდგრადობა განაპირობა. მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნული საპილოტე ინიციატივის წარმატება და კოპირება დამოკიდებული იქნება ისეთი ხელისშემწყობი პოლიტიკის დანერგვაზე, როგორიცაა მიწის ეროვნული რეგისტრაციის პროგრამა.