ახალი ამბები

თელავის მედია კაფეში გენდერის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქალთა სამოქალაქო მონაწილეობის, აქტური ჩართულობისა და არჩევნებში ქალ კანდიდატთა თაობაზე.  მოისმინეს პრეზენტაცია  ტრეინიგების ციკლიდან ,,ქალი, რომელი იმარჯვებს.” 
კახეთის სამოქალაქო ლიგის წარმომადგენლის, თინათინ ხანჯალიაშვილის განცხადებით, პროგრამის მიზანია კახეთში ქალთა გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკთხებზე საზოგადოების მეტი ინფორმირება მოხდეს. 
– ჩვენ ვართ ორიენტირებულნი, რომ ქალის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება მოხდეს ამ ქვეყანაში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ქალი საზოგადოებაში. ამისათვის გაეროს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში სამი პროექტის განხორციელება დაიწყო, რიმელთაგან ერთ-ერთს „მედია ცენტრი“ ახორციელებს. 

ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და ამ  მიმართულებით ხელშემწყობ ნაბიჯებზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წარმართავს ქალთა გააქტიურებისათვის. 

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა სოსო მიქელაძემ ძირეულად გაანალიზა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და იმ ფაქტორებს გაუსვა ხაზი,  რაც საქართველოში გენდერული ძალადობის, ქალთა დაბალი აქტივობისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მინიმალური მონაწილეობით არის განპირობებული.

შეხვედრაზე მოწვეულმა საზოგადოებამ ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებაზე და საქართველოს საკანონმდებლო დონეზე მიმდინარე ცვლილებებზე გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში.