ახალი ამბები

თესაუში ლიტერატურული სამეცნიერო წრე დაფუძნდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლიტერატურული სამეცნიერო წრე დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელია თესაუ-ს ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თინათინ თუშაბრამიშვილი.
ამასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის მცირე დარბაზში პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. “ლიტერატურის სამეცნიერო წრე სტუდენტური გუნდია, რომელშიც გაწევრიანებული არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტები. სამეცნიერო წრის წევრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული, ღია ორგანიზაციაა, მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ და წრის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო დისკუსიებში. ამ წრის წევრებად მოიაზრებიან უნივერსიტეტის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის – სტუდენტები. ეს მათთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეჩვევიან ტექსტებზე მუშაობას, გამოდიან კონფერენციაზე, ხვეწენ წერის კულტურას და უვითარდებათ აზროვნება. “- აღნიშნა თინათინ თუშაბრამიშვილმა.