ახალი ამბები

ორველაშვილე­ბის ოჯახი სახელმწიფოსგან 29 000 ლარის გადახდას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალი­ტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ორველაშვილე­ბის ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 29 000 ლარის გადახდას ითხოვს. 
61 წლის ნინო ორველაშვილის თქმით, მისმა მეუღლემ საწარმოო ტრავმა სს ,,კახეთის პურის’’ ყოფილ კომ­ბინატში მუშაობის დროს მიიღო და მას დღემდე კომპენსაციას არ აძლევენ. შემთხვევა 1986 წელს მოხდა, რომლის შემდეგაც იგი თა­ვისუფლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს. 
,,ჩემი მეუღლე მუშაობდა კაჭრე­თის პურ-პროდუქტების კომბი­ნატში, მერე გადაერქვა სახელი და დაერქვა სს ,,კახეთის პური”. მას მერე გაუქმდა, თუ არა ეს დაწესე­ბულება, აღარ ვიცი. 
ჩემმა ქმარმა საწარმოო ტრავმა 1986 წელს მიიღო, მას შემდეგ კი, მისი ჯანმრთელობა დღითიდღე მძი­მდება. იქიდან მოყოლებული ცოტა ხანს ჯერ 700 კუპონს ვიღებდით და მერე 42 ლარს, 2002 წლიდან კი, შეგვიწყვიტეს. 2005 წლიდან დავდივართ, რომ თანხა ვინმემ აგვინაზღაუროს, მყავდა ადვოკა­ტებიც აყვანილი, სასამართლოსაც მივმართეთ და საქმე აღსრულება­მდეც მივიდა. 
თანხის გადახდა დაეკისრა სს ,,კახეთის პურს’’ და, რომ მოვიძიე, მითხრეს, ეს დაწესებულება აღარ არსებობსო. მერე აქ თელავის სა­სამართლოში წამოვიღე საქმე და ვერც ამათ მიიყვანეს აღსრულებამ­დე. მარტო საბუთი ჩაიბარეს და და­აწერეს, რომ, ქონების უქონლობის გამო, აღსრულება არ შეიძლებაო. მას მერე ასე დავდივარ და სამარ­თალი ვერსად ვიპოვე’’, – აცხადებს knews.ge-სთან ნინო ირველაშვილი. 
ოჯახის ადვოკატ ქეთევან ზაქა­რიაშვილის განცხადებით, გურ­ჯაანის რაიონულმა სასამართლომ წლების წინ ოჯახი დაზარალებუ­ლად ცნო, თუმცა ოჯახს დღემდე ვერ გაურკვევია, ფულს ვინ გადაიხ­დის და სასამართლოს გადაწყვე­ტილების აღსრულებისთვის ვის უნდა მიმართოს:
,,გვეუბნებიან, რომ ,,კაჭრეთის პურის’’ მემკვიდრე დღევანდელი შპს ,,კარმეკე’’, რომელიც ახლა იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, არ არის მათი სამართალმემკვიდრე, ვინაიდან დაწესებულება რამდენ­ჯერმე გაიყიდა. ჩვენ უკვე მივმართეთ გუბერნიასა და ჯანმრთელობის სამინისტროს, რომელიც თავიდან იცილებს ამ საკითხს. ისინი ჩვენ გვითითებენ სასამართლოსკენ, მაგრამ პროცესს ჩვენ სწორად ვერ წარვმართავთ, რადგან სამართალმემკვიდრე არ არსებობს. რაც შეეხება ,,კახე­თის პურს’’ რომელსაც ახლა შპს ,,კარმენკე’’ ქვია, ჰყავს უცხოელი მფლობელი ვინმე კასამილ კასუმო­ვი, რომელიც ამბობს, რომ ის არა­ფერ შუაშია, ამიტომ დავდივართ ინსტანციიდან ინსტანციაში და მე თვითონ ადვოკატს, ვერ გამიგია, ვის მივმართო და ეს ოჯახი როგორ დავიცვა.’’ 
ადვოკატისვე თქმით, ოჯახი 29 ათა­სი ლარის ანაზღაურებას ითხოვს და იმ შემთხვევაში, თუ სასამართ­ლო ვერ დაადგენს სამართალმემკ­ვიდრეს, მაშინ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს: 
,,გვეუბნებიან, თქვენ მოი­ძიეთ ვინ უნდა გადაიხადოს თანხაო და ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან სახელმწიფომ თავის დროზე ამ საწარმოს დატაცებას შეუწყო ხელი. ამათ გარდა კიდევ 100-მდე მოქალაქეა დაზარალებული, რო­მელთა უფლებებიც უხეშად დაი­რღვა.’’