ახალი ამბები

25 ნოემბერს თელავი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უერთდება

თელავი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდება.  ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად 25 ნოემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მოძრაობა იწყება. ლიკა ძამუკაშვილი, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თელავში: ,,ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენს გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი – მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი- მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში. ძალადობისგან დაცული არავინაა. 25-ში შეკრების ადგილია თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორია”. სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე,“ ერთდროულად საქართველოს 11 ქალაქში გაიმართება.