ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე საკონკურს-საატესტაციო კომისია განცხადებებს გადაარჩევს. მეორე ეტაპზე კანდიდატებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ბოლო ეტპაზე კი თანამდებობის დაკავების მსურველები გასაუბრებას გაივლიან. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, დავით ნაპირელი დაინიშნა. 
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, თანამდებობებზე დაკავების მსურველთათვის განცხადებების მიღება 10 დღის განმავლობაში, 30 ნოემბრამდე იწარმოებს. 
გამგეობის მიერ ვაკანსია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში გამოცხადდა:
აკურის ადმინისტრაციულ ერთეულში
ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში
ქვემო ხოდაშნის ადმინისტრაციულ ერთეულში
ბუშეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
წინანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში
კისისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში
ნასამხრალის ადმინისტრაციულ ერთეულში
კონდოლის ადმინისტრაციულ ერთეულში
შალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში
კურდღელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში
გულგულის ადმინისტრაციულ ერთეულში
ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში
იყალთოს ადმინისტრაციულ ერთეულში
რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში
ნაფარეულის ადმინისტრაციულ ერთეულში
სანიორის ადმინისტრაციულ ერთეულში
ართანის ადმინისტრაციულ ერთეულში
ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში
ყარაჯალის ადმინისტრაციულ ერთეულში
ლაფანყურის ადმინისტრაციულ ერთეულში
ლალისყურის ადმინისტრაციულ ერთეულში
თეთრიწყლების ადმინისტრაციულ ერთეულში
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობრივი სარგო 800 ლარს შეადგენს და პირს ევალება გამგებლისათვის ინფორმაციის წარდგენა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გამგებლის დავალებით სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვება; ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობა და სხვა.
პირს, რომელსაც სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება, აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება მაინც ჰქონდეს მიღებული. 
თანმდებობის დაკავების მსურველს ევალება სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,
საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” და
ევროპული ქარტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის ცოდნა.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკონკურსო ტესტები 60 კითხვისგან შედგება. კონკურსანტებმა 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ და გასაუბრებაზე მოსახვედრად 31 ქულა უნდა დააგროვონ.
რაც შეეხება თელავის მერიას. Knews.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ საჯარო მოხელეთა ვაკანდურ თანამდებობაზე კონკურსს, სავარაუდოდ, 10 დღეში გამოაცხადებენ.