ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიასთან კახელი ფერმერების აქცია იწყება

როგორც ფერმერებმა knews.ge-ს განუცხადეს გვალვის და უწყლოობის გამო ათეულობით ჰექტარზე მზესუმზირის და ხორბლის მოსავალი განადგურდა, დახმარების მოთხოვნით კი მთავრობას არაერთხელ მიმართეს თუმცა მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირინა ფხოველიშვილის თქმით, ორგანიზაციამ დაზარალებული ფერმერების დახმარების მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა:
,,არაერთხელ მივმართედ ხელისუფლებას, რომ ეს რაიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოეცხადებინა, მინიმუმ ერთი წლით გადაევადებინათ ფერმერებისთვის მიწის ქონების გადასახადი, თუმცა ფერმერების პრობლემას არავინ აქცევს ყურადღებას. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გამაფრთხილებელი აქციის ჩატარება”,- განუცხადა knews.ge-ს ირინა ფხოველიშვილმა.