ახალი ამბები

თელავში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

ფოტოგრაფმა გიო ბეჟანიშვილმა მეგობრებთან ერთად თელავისათვის გარკვეულწილად ინოვაციური საღამოს გაკეთება დაგეგმა:
,,იდეა სპონტანურად გაჩნდა, მე და ჩემმა მეგობრებმა, ვისაც შეგვიძლია სიმღერა გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღე გამოვსულიყავით ქუჩაში და ჩვენი შესრულებით შეგროვილი ფულით, დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ ოჯახს შეშის შესყიდვაში.“ 
ეს წამოწყება გამვლელებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მათი შეფასებით, მსგავსი აქციების მოწყობა მნიშვნელოვანია.
თამაზი ხალხელაური, თელავის მკვიდრი:
„ასეთი აქციები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ, უბრალო თელაველებმა , შევძლოთ დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულ ოჯახებს. ვფიქრობ , კარგი იქნებოდა ამ იდეას მომხრეები თუ გამოუჩნდებოდნენ და ერთობლივად შევეცდებოდით პრობლემის მოგვარებას.“