ახალი ამბები

თელავში პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის წევრები თვითმმართველი ქალაქი თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილებოდა თვითმმართველ ქალაქ თელავის და თელავის თემის მუნიპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. პარლამენტარის,რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრის, გია ჟორჟოლიანის თქმით, თელავში დასარეგულირებელია თვითმმართველი ქალაქისა და თემის სასაზღვრო საკითხები. 
,,თვითმმარველობის რეფორმის შემდეგ თელავი გაიყო ორად, რომელმაც უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ კარგად იყოს რეგულირებული და განსაზღვრული ის უფლებამოსილებები,რომლებიც მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობასთან და საკუთრების რეგულირებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.