ახალი ამბები

გუშინ სოფელ ახაშნის სასაფლაო დაარბიეს

,,რამდენიმე საფლავის ქვა არის გატეხილი, ზოგი გადაგდებული. შევძრწუნდი, როდესაც ეს ამბავი გავიგე და ჩემი თვალით ვნახე. არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ ადგილზე პოლიცია მუშაობდა”, -განუცხადა knewს.ge-ს ინცინდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
სოფელ ახაშენში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, გოგა მელექსიშვილი სასაფლაოს დარბევის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საფლავის რამდენიმე ქვა დაზიანებულია. 
,,ჩემი ინფორმაციით მე-4 და 5 კლასის ბავშვები იყვნენ სასაფლაოზე ასულები და თამაშობდნენ, რის დროსაც რამდენიმე ქვა წაიქცა და სასანთლეები დაზიანდა. მე იქ არ ვყოფილვარ მაგრამ გავიგე, რომ ადგილზე პოლიცია იყო მისული და მოხდა თუ არა ბავშვების დაკითხვა არ ვიცი, ”- განაცხადა გოგა მელექსიშვილმა.
knews.ge ამ თემაზე მუშაობს და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.