ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო

სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის შესაბამისი ბრძანებით განისაზღვრა მოკვლევის ჯგუფი. ამასთან, კონკურენციის სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე დაკვირვებას. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება ყავის სასაქონლო ბაზრის შესწავლის შესახებ.

სააგენტო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნა და მისი ძირითადი მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ანგარიშვალდებულია უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.