ახალი ამბები

სოფელ საბუეში ახალი სამფაზიანი ტრანსფორმატორი დაიდგა

სოფელში ენერგოდისტრიბუციამ, ასევე, 1,5 კმ მანძილზე ღია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი დახურული სადენით შეცვალა და ამორტიზებული საყრდენები გამოცვალა. 
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ ორგანიზაცია პრობლემური ელექტრომომარაგების მქონე სოფლებში გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს.
მათივე განცხადებით, სოფელ საბუეში მცხოვრებ 14 ოჯახს მეტეოროლოგიური პირობების გამო ელექტროენეგიის ხშირი წყვეტის პრობლემა არამარტო სოფ. საბუის მოსახლეობას მოუხსნის ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემას, არამედ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მცირე საწარმოებსაც მისცემს საშუალებას გააფართოვონ წარმოება, რომელიც აქამდე დაბალი სიმძლავრის ტრანსფორმატორისა და არასტაბილური ენერგომომარაგების პირობებში შეუძლებელი იყო.