ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ხორცის საწარმო გლეხებისგან ცოცხალ საქონელს იბარებს

სოფელ გამარჯვებაში ხორცის საწარმო ადგილობრივი გლეხებისგან ცოცხალ საქონელს იბარებს. საწარმო თანამედროვე ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და მისი წარმადობა დღეში სამი ტონაა.  წარმოებული პროდუქტი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და კონკურენტული იქნება და სურსათის უვნებლობის სტანდარტს დააკმაყოფილებს.
საწარმოს ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ საწარმო შექმნის სტაბილურ ბაზარს დედოფლისწყაროს და მიმდებარე რაიონების ადგილობრივი ფერმერებისთვის და 40 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.