ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

საწარმოს გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ესწრებოდნენ.
შპს ,,ტრანსკომერსი“- დედოფლისწყაროს ხორცკომბინატის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ადგილობრივი ბიზნესმენი ვაჟა ნატროშვილია. როგორც საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, ხორცკომბინატი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მასში ორმოცამდე ადამიანია დასაქმებული. 
მისივე თქმით, მომავალში წარმოების გაფართოებასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. 
ხორცკომბინატი ცოცხალ საქონელს, ძირითადად, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ფერმერებისგან ჩაიბარებს. ამავე საწარმოში მოხდება პირუტყვის ვეტერინარული შემოწმებაც. ,,ტრანსკომერსის“ ხორცის პროდუქტების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.