ახალი ამბები

ყვარელში “ილიაობის” დღესასწაული მიმდინარეობს

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ახალგაზრდობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველა სოფლის სახელობის კუთხე მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნება. 
,,ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი გვირგვინით შევამკეთ და მისი სახელობის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადავიხადეთ
12:00-14:00 საათამდე ახალგაზრდობის მოედანზე გაიმართება საზეიმო კონცერტი. 14:00-15:00 საათამდე კი ყველა მსურველს შეეძლება კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნება”,- განაცხადეს გამგეობაში.