ახალი ამბები

სოფელ ართანაში მეორადი გამოყენების მასალებით ახალი სკვერი მოეწყო

სკვერის მოწყობაში მონაწილეობა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმაც მიიღეს. 
სკვერი დიზაინერი გუგა კოტეტიშვილის დიზაინით მოეწყო.
„ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ ნარჩენების მეორადი გამოყენების პრაქტიკა თელავში და იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა გაუფრთხილდება სკვერს. აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ვფიქრობთ, რომ სხვა სოფლებშიც განვახორციელოთ. შედეგად მივიღებთ ნაკლებ ნარჩენებს და მეტ სკვერებს“- განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორმა კახეთში, კახაბერ სუხიტაშვილმა. 
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ხიზანიშვილის განცხადებით, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.