თელავში გალა კონცერტი მიმდინარეობს
ამ წუთებში, თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე, თელავქალაქობისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი სახელწოდებით ,,თელავი და მეგობრები” მიმდინარეობს. კონცერტში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები. მოგვიანებით გაიმართება საპატიო თელაველების დაჯილდოვების ცერემონიალი. თელავქალაქობის დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.