ახალი ამბები

დღეს თელავში BIKE SHOW გაიმართება

დღეს თელავში, 13:00 საათზე, თელავის მერიის ორგანიზებით, BIKE SHOW გაიმართება.  მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, შოუში 80-მდე ბაიკერი მიიღებს მონაწილეობას. ბაიკერებს საშუალება ექნებათ, წარმოაჩინონ ტალანტი FREE JUMPING STUNT, WHEELING (სვეჩკა).  გულშემატკივარ გოგონებს კი შესაძლებლობა ექნებათ ბაიკერთან ერთად მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრში. შოუში მონაწილეობენ: STUNT BIKER, SPORT BIKER, ENDURI BIKER, BMX BIKER.
გამარჯვებულებს თელავის მერია ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. BIKE SHOW თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.