ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში ქალთა და ახალგაზრდობის ცენტრი გაიხსნა

ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბანში, ქალთა და ახალგაზრდობის ცენტრი გაიხსნა. პროექტი „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისკენ“  ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისა და ქალებისათვის ინფორმაციის მიღების საშუალებისა და დამატებითი უნარ-ჩვევების  შეძენის, თვითრეალიზების პირობების შექმნა. მათივე თქმით, ქალთა და ახალგაზრობის ცენტრის ყველა სერვისი მოსახლეობისთვის უფასო იქნება.