ახალი ამბები

კისისხევში, 9 ნოემბერს, “კარგი სახლის” პრეზენტაცია გაიმართება

სოფელ კისიხევში, 9 ნოემბერს, 14:00 საათიდან, გაიმართება პროექტ “კარგი სახლის” პრეზენტაცია. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის სახელმწიფო მიგრაციის ფონდის Centrum für internationale Migration und Entwicklung (CIM), ჰამბურგში არსებული საზოგადოება „ლილე“. პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანლია გერმანიაში მოღვაწე მარიკა ლაფაური-ბურკი. 

„კისისხევში ყოველთვის არსებობდა კარგი სახლი. ჩვენ დღეს ყველგან მის ნაშთებს ვხედავთ: ამ ხეობაში ერთად მოქცეულ უწყვეტ კულტურას უძველესი ხანიდან და შემდეგ, ქრისტიანობის გავრცელების დროიდან მოხსენიებულს “ქრისტეს საფლავის მიწად”, განთქმული დიდი საერო კულტურით. ძეგლების ნაშთები ჯერ კიდევ ხილულია და მათი ნაწილობრივ განახლება, აქედან შეძენილი ცოდნის თავმოყრა და შინაარსის მიცემა შესაძლებელია! საერო კულტურა კი თითქმის განადგურებულია და მისი დაბრუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რას გვინდა ერქვას “კარგი სახლი”? ისურვებდი, რომ ამ სახლში ერთად გვეფიქრა, ამ ყველაფერზე, ერთმანეთს შევხვდეთ, ვიმხიარულოთ და ვიმუშაოთ“, – განაცხადა საზოგადოება „ლილეს“ ხელმძღვანელომა მარიკა ლაფაურმა-ბურკიმ.