ახალი ამბები

,,თელავქალაქობის” ფარგლებში გარი კუნცევის მემორიალი საზეიმოდ გაიხსნა

თელავის მერიამ სააკაძის მოედანზე, ამ წუთებში, ცნობილი კინორეჟისორის, გარი კუნცევის მემორიალ გახსნა. მოგვიანებით, 14:00 საათზე, თელავის მერიის კულტურის სამსახური, საზოგადოებას ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გარი კუნცევის შვილის, ვახო კუნცევის მიერ წარმოდგენილი ფილმის – ,,მისი კინო’’ სანახავად იწვევს: 

,,ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას ცნობილი კინემატოგრაფები და მსახიობები დაესწრებიან, რომლებიც გარი კუნცევის შემოქმედების შესახებ ისაუბრებენ”, – აცხადებს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილი.