ახალი ამბები

კახა კალაძე თეა წულუკიანის გადადგომას არ გამორიცხავს

კალაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ მას არ გაუკვირდება, თუკი ალასანიას გუნდის წევრი მინისტრი, თეა წულუკიანი თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერას გამოუცხადებს.
კახა კალაძემ შეაფასა ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებაც, რომლი მიხედვითაც ქვეყანაში დიქტატურის საფრთხე არსებობს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გათავისუფლდა და განსხვავებული შეხედულების გამო ისინი აღარ იდევნებიან.
კალაძის განმარტებით, იმას, რაც ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ კრიზისს ვერ დაარქმევს. “რა თქმა უნდა, ცუდია ის, რაც მოხდა, კარგი იქნებოდა ეს სხვაგვარად დასრულებულიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. კრიზისი არ იქნება. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა. ასევე ნაადრევია საუბარი კოალიციის შესაძლო დაშლასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძემ და ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვეს.