ახალი ამბები

საპატიო გურჯაანელის წოდება 9 მოქალაქეს მიენიჭა

,,საპატიო გურჯაანელის წოდება მიენიჭა კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს, ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების პირველ ქართველ ჩემპიონ მზია ჯუღელს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს, გურჯაანის რაიკომის პირვლ მდივანს (1979-1984 წწ) ბიჭიკო შინჯიაშვილს, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმს ლალი დარჩიაშვილს, საქართველოს სამხედრო აკადემიის პრეზიდენტს, ნობელის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის ნომინანტს ეკონომიკაში, გივი იასაშვილს, სატელივიზიო პროექტ „ეტალონის“ავტორს და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს, საზოგადოება „გურჯაანის“საპატიო წევრს, მშენებელ ინჟინერს და მეღვინე – ტექნოლოგის დავით ლაღიძეს და არქეოლოგს, ძეგლთა დაცვის სპეციალისტს თამაზ მარკოზაშვილს”,- განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.