ახალი ამბები

ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელებს

სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯგუფის ფორმატში მომუშავე პოლიტიკური პარტიები დეტალურად ისაუბრებენ არსებულ საარჩევნო სისტემაზე და მისი გაუმჯობესების გზებსაც განიხილავენ.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი აერთიანებს 15 პოლიტიკურ პარტიას და მისი მიზანია, დღევანდელი ქართული საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის ძირითად პრიორიტების განსაზღვრა. 
23 ოქტომბრის ბოლო სხდომაზე ინტერპარტიულმა ჯგუფმა განსაზღვრა საარჩევნო რეფორმის ოთხი პრიორიტეტი: საარჩევნო სისტემის სამართლიანობა, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტება, კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.