ახალი ამბები

გომბორის უღელტეხილზე ავტომობილი მდინარე იორში გადავარდა

გომბორის უღელტეხილზე “კიას” მარკის ავტომობილი მდინარე იორში გადავარდა. თვითმხილველების თქმით, მანქანაში მსხდომი 5 მგზავრიდან კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ყველას გადარჩენა შეძლეს. 
როგორც სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ მიშა ოსოშვილმა ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა მანქანა წყალმა გვირაბში შეიტანა, რის გამოც წყალაცავში წყლის გადაკეტვა გახდა საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი, გომბირის უღელტეხილზე ნისლი და ცუდი ხილვადობა გახდა.