ახალი ამბები

გურჯაანის სპორტსკოლებს ინვენტარი გადაეცათ

გურჯაანის 4 სპორტსკოლას ინვენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გადასცა. ,,ფეხბურთის ბურთები, კრივის ტომარა, ხელთათმანები და ჩაფხუტები, საფეხბურთო და საკალათბურთო ფორმები, საჭიდაო ჩოხები და სხვა სპორტული ინვენტარი სამინისტროს დახმარებით გადაეცათ ააიპ „საფეხბურთო სკოლა გურჯაანს“, ააიპ „სპორტსკოლას“, ააიპ „სპორტკომპლექსს“ და ააიპ „რევაზ მინდორაშვილის სახელობის ჭიდაობის სპეციალიზირებულ სკოლას“, – აცხადებს გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილი.