ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ დუისის უხუცესებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ დუისის უხუცესებს შეხვდა. პრემიერმა მათ ხეობის განვითარების გეგმა გააცნო, რომელზეც მთავრობა მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო გეგმასთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებებით დაინტერესდა და უხუცესებისგან მოისმინა ინფორმაცია ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრისას პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.