ახალი ამბები

ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბაკურციხე -გურჯაანის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. გუბერნატორი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გია გერგიძესთან ერთად, დაინტერესდა ქალაქ გურჯაანში ბარათაშვილის,ჭავჭავაძის და ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 1 200 000 ლაერს შეადგენს. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 
„ბაკურციხე-გურჯაანის გზის სრული რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს შიდა გზების სარემონტო სამუშაოები, სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა, საკანალიზაციო მილების შეცვლა. გურჯაანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება, მთლიანობასი, 10 მილიონ ლარს სცილდება“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა. 
ბაკურციხე – გურჯაანის გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სავალი ნაწილის,ხელოვნური ნაგებობების,ბორდიურების და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 7 200 000 ლარს შეადგენს. სარემონტო სამუშაოებს შპს „ სერპანტინი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი.