ახალი ამბები

როდის დაიწყება თანამედროვე სარწყავი სისტემების ინსტალაცია კახეთში

კახეთში სარწყავი სისტემა კვლავ მოუწესრიგებელია. კახელი გლეხები სისტემის გაუ­მართაობაზე წლებია, ჩივიან. თითქმის ყველა სოფელში მოშ­ლილია სარწყავი და სადრენაჟო სისტემები. 
გვალვამ კახეთში მოსახლეობას ზარალი მიაყენა და საფრთხე შეუქმნა სოფლის მეურნეობის კულტურებს. 
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ გიგლა აგულაშვილ­ის განცხადებით, გაერთიანე­ბული სამელიორაციო სისტემების კომპანია დანადგარის 7-8 ერ­თეულის შეძენას გეგმავს:
,,არხის სიახლოვიდან მიმდე­ბარედ შესაძლებელია ჩაიყაროს მილები და გვალვის პერიოდში დადგეს ე.წ ,,ესემპე”. გაერთიანე­ბული სამელიორაციო სისტემების კომპანია ამ დანადგარის 7-8 ერ­თეულის შეძენას გეგმავს. გვალვის პერიოდში სისტემას ადგილზე ჩაიტანენ და უკვე გამზადებულ მილსადენზე მიაერთებენ. სადაც არა არის არხები, იქ უნდა დაიბუ­რღოს არტეზიული ჭები და განსა­კუთრებით მრავალწლოვანი კულ­ტურებისათვის დამონტაჟდეს მორწყვის წვეთოვანი სისტემები. ხარჯებისა და წყლითსარგებლო­ბის ფასი თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გამოითვლება. 
სასურველია, რომ მოსახლეობამ დაიწყოს თანამედროვე სარწყავი სისტემების ინსტალაცია, რითაც, როგორც წყლის მოხმარებას შეამ­ცირებს, ისე შრომის ნაყოფიერე­ბასაც აამაღლებს, მიწას დაიცავს ჩარეცხვისაგან, ხოლო მცენარეს ჭარბი ტენის აორთქლებით გა­მოწვეული დაავადებებისაგან. ვხვდები ბევრ ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის გამოუ­თქვამს ასეთი ტექნოლოგიების დანერგვის სურვილი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს პროცესი”, – განაცხადა knews.ge-სთან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილ­მა.