ახალი ამბები

ქრონიკა +: მანანა ბერიკაშვილმა ბარბარე რაფალიანცის დეიდას 30 ათასი ლარი გადაუხადა

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება მანანა ბერიკაშვილსა და რაფალიანცის დეიდას შორის, რომ ბავშვი ქვევრში უნდა გადაემალათ და გურჯაანში დიდი აჟიოტაჟი შექმნილიყო, ბავშვის გატაცება უნდა დაბრალებოდა ,,ნაციონალურ მოძრაობას“ რადგან მანანა ბერიკაშვილი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მუხტისა, გურჯაანში არჩევნებს ვერ იგებდა. როგორც ამბობენ, ოჯახში 30 სექტემბრის ღამეს უცხო პირი ვერ შევიდოდა, რადგან ეზოში ძაღლი აუცილებლად ატეხდა ყეფას; პირველ სათულზე საწოლში დაძინებული ბავშვი კი საწოლიდან ვერ გადმოვიდოდა, რადგან სიარული არ იცოდა. მით უფრო, საბანს ძირს ვერ გადმოაგდებდა და ქვევრში ვერ ჩაძვრებოდა.
“ბარბარე რაფალიანცი ქვევრში სწორედ, ოჯახის ერთერთმა წევრმა, კერძოდ, დეიდის ქმარმა ჩასვა და სწორედ აქ დაუშვა მომაკვდინებელი შეცდომა – ქვევრი წინა დღეების წვიმების გამო წყლით აღმოჩნდა სავსე. არადა, ყველა ლოგიკით, ქვევრი ცარიელი უნდა ყოფილიყო და მასში სწორედ ბავშვის დამალვა იყო გამიზნული და არა დახრჩობა”, – აცხადებს წყარო გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში. 
“ქრონიკა +” წყაროს ინფორმაციით, მანანა ბერიკაშვილმა ამ ჟიოტაჟისთვის დეიდას წინასწარ 30 ათასი ლარი გადაუხადა, ბავშვის დაღუპვა კი მისთვის და ოჯახის წევრებისთვისაც მოულოდნელი შოკი იყო.
წყროს განცხადებით, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა კი მეორე დღესვე დაიწყო კულუარული ინფორმაციის მოძიება და 10 თვის ჩვილის სიკვდილის დეტალებში გარკვევა სცადა. ამ მიზნით მან დაიბარა რაფალიანცის დედის ნათესავები, ძმები მექერიშვილები, რომლებიც ამავდროულად ღვინიაშვილის ნათესავები არიან. წყაროს ინფორმაციით, მათ შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი გაიმართა და ერთერთ ძმას ფიზიკურადაც კი შეეხნენ.” ქრონიკა +”-ისსანდო წყარო აცხადებს, რომ სწორედ ძმებმა მექერშვილებმა, ღვინიაშვილთან საუბრისას, გაამხილეს რაფალიანცის სიკვდილის საზოგადოებისათვის უცნობი დეტალები. მისივე ინფორმაციით, ძმებ მექერიშვილებთან საუბრის შემდეგ გიორგი ღვინიაშვილმა დააყენა აქტიურად პარლამენტში რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობა კი კომისიის შექმნას არ დათანხმდა. 
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გარდაცვლილი ჩვილის დეიდამ, 1 ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დალი მექერიშვილმა ბავშვის მკვლელობა საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი ჩვილი რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს. 
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, ადვოკატი ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შესახებ ყვება და მომხდარის დაფარვასა და ხელშეწყობაში შსს გენინსპექციის თანამშრომელს ვარლამ ხათრიძესა და გენინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. ვიდეომასალაში ბიწოშვილი ამტკიცებს, რომ რაფალიანცის სიკვდილში დამნაშავე „ქართული ოცნებაა”. ის, ასევე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილზეც საუბრობს. ვიდეომასალის გავრცელებიდან მეორე დღესვე კი ლალი ბეწოშვილმა გაავრცელა განცხადება. რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი გამორიცხულად მიიჩნევს ქართული ოცნების მონაწილეობას ჩვილის მკვლელობის საქმეში. 
“მქონდა ეჭვი , რომელიც 7 თვის განმავლობაში გაბათილებულია. გამორიცხული და აბსურდულია საერთოდ, რომ ეს “ქართული ოცნების” გაკეთებულია. ეს არის აბსურდული“,- განაცხადა ბეწოშვილმა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის დედამ, თათია მექერიშვილმა გადაცემა “განსხვავებული აქცენტებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ მას 2013 წლის ივლისში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ და სანაცვლოდ 2-3 წელს მიუსჯიდნენ.