ახალი ამბები

28 ოქტომბრისთვის სინოპტიკოსები ნალექის შემცირებას ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ ხვალ საქართველოში კვლავ წვიმა და სიცივეა მოსალოდნელი.
“ხვალაც იგივე ამინდი შენარჩუნდება. კვლავ ეციება და იქნება ნალექიც. ზეგიდან კი შედარებით უკეთესი ამინდი იქნება, ნალექიც შეწყდება, ტემპერატურამაც შესაძლოა, ცოტა მოიმატოს, მაგრამ მკვეთრად არ დათბება. უნალექო ამინდები 29-30 ოქტომბრისთის იქნება, თუმცა ასეთი ამინდი ცოტა ხნით შენარჩუნდება, შემდეგ კი ისევ აცივდება”,- აცხადებენ სააგენტოში.