ახალი ამბები

ხვალ კახეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსი იქნება

აღმოსავლეთ საქართველოში აცივდება, რის შედეგადაც კახეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსამდე დაეცემა. 
კახეთის ზოგიერთ რაიონში, ღამით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში კი შესაძლოა, ძლიერი წვიმა გადავიდეს თოვლში, რომლის გამოც 26 ოქტომბერს, ღამით, მაღალმთიან რაიონში -4 გრადუსია მოსალოდნელი. 
28 ოქტომბრიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შემცირდება. 30-31 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, მოსალოდნელ ამინდს კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო ელოდებიან.