ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ლაგოდეხის საზღვართან იმყოფებოდა

ინფორმაციას რადიო “ჰერეთი” ავრცელებს. ის ამ პერიოდის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” 15-მდე ლიდერს შეხვდა, მათ შორის ნუგზარ წიკლაურს, მიხეილ მაჭავარიანს და გიგა ბოკერიას. სააკაშვილთან შეხვედრას ადასტურებს დეპუტატი ირმა ნადირაშვილიც.

“მასთან იყვნენ ჩასული მისივე ოჯახის წევრები. კარგად მოგეხსენებათ მას არ აქვს საშუალება, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. ის მოკლებულია ამ საშუალებას ჩენი მთავრობის გამო. იქ ასევე ვიყავით პარტიიდან რამდენიმე ადამიანი. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან და მსგავსი შეხვერდები გვაქვს სხვადსახვა ქვეყნებში, ქალაქებში და ხშირად”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.