ახალი ამბები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ვაკანსია გამოაცხადა

პირები, რომლებიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, დამატებითი გამოსაცდელი ვადის გარეშე სრულ განაკვეთზე, დაიწყებენ მუშაობას. სამუშაოს თანამდებობრივი სარგო 550 ლარს შეადგენს. 
სამუშაოს აღწერა: მოქალაქეთა კონსულტირება და მომსახურება: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღება და დოკუმენტების გადაცემა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღება და დოკუმენტების გადაცემა; სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღება და დოკუმენტების გადაცემა; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფუნქციაში შემავალი მომსახურების განხორციელება.
როგორც გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირს რომელსაც აღნიშნული თანამდებობის დაკავება სურს მისთვის აუცილებელია სხვადასხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა. ასევე სასურველია სამუშაო გამოცდილება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში; უმაღლესი იურიდიული განათლება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
პირს ასევე მოეთხოვება კომპიუტერული პროგრამების, Microsoft Office Word და Microsoft Office Excel-ის კარგი ცოდნა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად. გასაუბრების შედეგად შერჩეული 2 კანდიდატი განაწილებამდე გაივლის სტაჟირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლებში. სტაჟირების პერიოდში კანდიდატებს ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის ტესტირებები და გამოცდები.
ტესტირების ჩატარების თარიღი ეცნობებათ აპლიკანტებს მათ მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ან ტელეფონის საშუალებით განცხადებების მიღების ვადის დასრულების შემდეგ.
განაცხადების მიღების ვადა 1 ნოემბრამდეა.
დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/jobs/georgia/18394