ახალი ამბები

25 ოქტომბერს სიღნაღში ღვინის ფესტივალი 2014 ჩატარდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 ოქტომებრს ,,ღვინის ფესტივალი” გაიმართება. მასპინძელი ქალაქი მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს და პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 
წელს პირველად ფესტივალზე საფრანგეთში მოღვაწე ფერმწერის, ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ღვინის სამშობლო” გაიმართება. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო ლიონში, პარიზში, ნიცასა და ტულუზაში, პერუჟის, ტურნეფოისა და ვერდიეს საგამოფენო სივრცეებში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. 
სიღნაღი სიამოვნებით უმასპინძლებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მხატვარს.