ახალი ამბები

თელავში ჟურნალისტებისათვის პრესტური გაიმართება

ხვალ, ქალაქ თელავში კავშირის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ინიციატივით, ცენტრალური და რეგიონული მედია-საშუალებების წარმომადგებლებისთვის პრესტური გაიმართება. 
პრესტური ჩატარდება პროექტ „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის“ ფარგლებში. 
პრესტურის ფარგლებში, მედია-საშუალებათა წარმომადგენლები დაესწრებიან საინფორმაციო ბრიფინგს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ჟურნალისტები გაეცნობიან ენერგოეფექტურ პროექტებს, რომლებიც „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება ქალაქ თელავში. 
საინფორმაციო ბრიფინგამდე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ეწვევიან კავკასიონის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო ბრიფინგის დასრულების შემდეგ ქ. თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდებიან. 
პრესტურის მიზანია, ადგილობრივი და ცენტრალური მედიის ჟურნალისტებისათვის ქ. თელავში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. “ჟურნალსიტებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ სადემონსტრაციო ობიექტები (ქ. თელავის #1 საჯარო სკოლა და კავკასიონის ქუჩა), სადაც დაგეგმილია ისეთი ენერგოეფექტური ღონისძიებები, როგორებიცაა: სკოლის სხვენის თბოიზოლაცია (1500 კვ.მ.), სკოლის განათების სისტემის შეცვლა LED და ენერგოეფექტური ნათურებით, გათბობის სისტემის მოდერნიზაცია; კერძოდ კი, დიზელზე მომუშავე გათბობის სისტემის გადაყვანა ბუნებრივ აირზე, რომელიც გაცილებით ეკონომიურია და ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ასევე, თელავის კავკასიონის ქუჩის განათების სისტემის შეცვლა LED-განათებით”, – აცხადებენ თელავის მერიაში. 
მედიის წარმომადგენლებისთვის, პრესტურის დასასრულს, საინფორმაციო სემინარიც ჩატარდება. პროექტი “განახლებადი ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა დაფინანსებულია საერთაშორისი არასამთავრობო ორგანიზაცია “BP საქართველოს” მიერ.