ახალი ამბები

საქართველოში ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგია შემუშავდება

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ძალადობის თემაზე უწყებათაშორის ჯგუფში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელებს სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაავალა და იუსტიციის მინისტრს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა. 
პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში საზოგადოებას ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგიას წარუდგენს. განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება დაევალა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო სტრუქტურებს საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა. 
“ჩართეთ ყველა სპეციალისტი, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ვინც ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა უფლებებზე და მათ სოციალურ ჩართულობაზე მუშაობს. და რაც მთავარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ დეტალურად ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩავრთოთ პროცესში ჩვენი საზოგადოება”, – აღნიშნა პრემიერმა. 
მისივე განმარტებით, ოჯახური ძალადობის მიზეზებს კომპლექსური გამოკვლევა სჭირდება.