ახალი ამბები

ნუკრიანში ხალხური რეწვის, შემოქმედების და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლისა’’ და „სათემო განვითარების ცენტრის’’ მიერ დღემდე ნუკრიანში, სოფლის მხარდასაჭერად მრავალი პროგრამა განხორციელდა და მათი ხელშეწყობით დაიწყო ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებაც 2009 წელს. ადგილზე ფესტივალის ორგანიზებას სათემო კავშირი „ნუკრიანი“ახორციელებს.

ფესტივალის მიზანია: ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურისტული პროცესების გააქტიურებას, შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარებას, არსებული სახელოსნოების და ხალხური რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელობების წარმოჩენას, მუნიციპალიტეტის კულტურული სერვისების გაუმჯობესებას და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სათემო განვითარების ცენტრი წელს უკვე მეხუთედ მართავს ხალხური რეწვის, შემოქმედების და კულინარიის ფესტივალზე სოფელ ნუკრიანში. ფესტივალის პროგრამა: ქართული ჭიდაობა, ლახტის თამაში, ხალხური რეწვის (ნუკრიანის და ნაფარეულის) სახელოსნოების გამოფენა-გაყიდვა, სახელოსნო ფესვები, აბრეშუმი სოფელ მაღაროდან, მერაბ ბაიდოშვილის ხალხური საკრავები, სახის მოხატვა.

ეთნოგრაფიული ეზო ქიზიყი შემოგთავაზებთ არყის გამოხდას, თათარას. შესაძლებელი იქნება საოჯახო ღვინისა და ჭაჭის დაგემოვნება; იმუშავებს აგრო ბაზარი და ახალგაზრდული კაფე.