ახალი ამბები

სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, სამართალდარღვევის 214 ოქმი შედგა.

დარღვევები გამოვლინდა ასევე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვის მიმართულებითაც. 
კერძოდ, კონტროლის მიზნით შემოწმებულ 1169 ობიექტზე, სამართალდარღვევის 951 ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამისად, ჩამორთმეულია 34 დასახელების,721 ბოთლი იმპორტული ლუდი, საერთო ღირებულებით 2307,40 ლარი.