ახალი ამბები

თელავის ქუჩების ხელმეორე გადანომრვა ჯერ არ იგეგმება

Knews.ge დაინტრესდა რა პროცედურებთან არის დაკავშირებული პირუკუ დანომრილი ქუჩების ხელახალი დანომვრა და შეცდომის გამოსწორება.
ქალაქის მერის, პლატონ კალმახელიძის განცახდებით, შენობების ნუმერაციის შეცვლა უკვაშირდება დამატებითი ფინანსების გამოყოფას, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების რეგისტრაციასთან და ამჟამად ნაკლებად პრიორიტეტული საკითხია, ვიდრე წყალმომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრა.
“გაცილებით სჯობს, დრო დავუთმოთ წყალმომარაგების და ბატონის ციხის რეაბილიტაციას, ქალაქში პარკინგის პრობლემას და ა.შ. ასეთი საკითხების გადაჭრის შემდგომ, თუ იქნება საჭირო და ქალაქი ჩათვლის მნიშვნელოვან საკითად, ჩვენ დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ამ მოსაზრებას ემხრობა მოსახლეობის ნაწილი, რომელთა განცხადებითაც, მართალია ქალქის ქუჩების დანომრა უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ ამჟამად აღნიშნული საკითხი დიდ პრობლემას არ ქმნის და უკეთესია, რომ მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უფრო მნიშვნელოვან პრობლემების გადაჭრა მოხმარდეს.
„ეს იქნება ზედმეტი ფულის დახარჯვა. დღეს მოსახლეობა გასაჭირშია და იგივე თანხა, რაც ამ ნომრების შეცვლას უნდა მოხმარდეს, შესაძლებელია უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე განაწილდეს”, – აღნიშნა თელაველმა ნათელა ჯაშიაშვილმა.
თელაველების განცხადებით, არასწორად დანომრილი შენობები ცოტა ხანს მოიცდის. ისინი მერიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
„არ მგონია, რამე პრობლემას ქმნიდეს ეს საკითხი. ჯობია, ისე დარჩეს, როგორც არის”, – ამბობს თელავის მკვიდრი, ზაზა შალამბერიძე.