ახალი ამბები

სოფელ მაღაროს მოსახლეობა ელექტრომომარაგების ნორმალური რეჟიმით ისარგებლებს

სიღნაღში, სოფელ მაღაროს რკინიგზის უბნის მცხოვრებ 80 ოჯახს ელექტროენერგიის დაბალი ძაბვის 20 წლიანი პრობლემა მოეხსნა. სოფელში 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები:
,,შეიცვალა დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა ასევე დაამონტაჟა 100 კილოვოლტ/ამპერიანი ახალი ტრანსფორმატორი, რომელიც ელექტროგამანაწილებელ ქსელს უკვე მიუერთდა”, – აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.
სოფელ მაღაროში მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესიც, რომელიც 10 დღეში დასრულდება.