ახალი ამბები

კახეთის 24 საათიანი წყალმომარაგება 40 მილიონი ლარი დაჯდება

2016 წელს კახეთის ყველა მუნიციპალურ ცენტრს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. შესაბამისი პროექტისთვის 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. ქალაქ თელავს, დღეისმდგომარეობით 2 საათიანი წყალმომარაგება აქვს. წყალი უპრობლემოდ მიეწოდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ხოლო დანარჩენ რაიონებში საკითხი პრობლემად რჩება:
,,კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან 7-ში ცენტრალურ ქალაქებსაც კი არ აქვთ წყლის 24-საათიანი მიწოდება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს რეალობა დაგვხვდა მემკვიდრეობით, დღეს თელავსაც კი 2 საათიანი წყალმომარაგება აქვს. ყველა ქალაქს აქვს პრობლემა გარდა დედოფლისწყაროსი“, – კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი.
მისივე თქმით, ქალაქ წნორში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, დანარჩენ ადგილებზე კი სატენდერო პროცედურები დაწყებულია, ზოგგან ფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიებთან.
გუბერნატორის განცხადებით, სამუშაოები მისი მოცულობიდან გამომდინარე წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.