ახალი ამბები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს განვითარების გეგმა ექნებათ

კოპაძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ასევე, იმსჯელა დაცული ტერიტორიების განვითარების 2015 წლის სამოქმედო გეგმასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. 
ზურაბ კოპაძის განცხადებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 2015 წლის განმავლობაში, გადაეცემა სპეციალური აღჭურვილობები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ფოტოხაფანგები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და სხვა საჭირო ინვენტარი, რომელიც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების განვითარებას, ასევე, ახალი ტურისტული სერვისების დანერგვასა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას.
შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ უწყების ხელმძღვანელებისგან მოისმინა დაცულ ტერეიტორიებზე ვიზიტორთა სტატისტიკის, დემარკაციის, ეკოტურიზმისა და მიმდინარე წლის განმავლობაში დანერგილი ახალი სერვისების შესახებ დეტალური ანგარიში.