ახალი ამბები

23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი 200 ლარიან დახმარებას მიიღებს

დევნილებს აღნიშნული თანხის გამოყენება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად შეეძლებათ. 
ფულადი დახმარების მოქმედების ვადად 4 თვე განისაზღვრა და მათ 200 ლარის გამოყენება პირველი ნოემბრიდან პირველ მარტამდე შეეძლებათ. 
პირველად ზამთრის სეზონზე დევნილთა დახმარების პროექტი 2013-2014 წლებში განხორციელდა.
იძულებით გადაადგილებული პირებისათვის 200 ლარიანი დახმარების საკითხი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.