ახალი ამბები

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნით კონცერტს საქართველოს პრემიერი დაესწრება

გავრცელებული ინფორმაციით დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ იყალთოში სახალხო დღესასწაულს ,,შოთაობას” დაესწრება, შემდეგ კი თელავის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოვა.

ინფორმაცია knews.ge-ს ქალაქ თელავის მერიაში დაუდასტურეს. თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, მერია პრემიერის დასახვედრად სრულ მზადყოფნაშია.

როგორც თელავის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, ფესტივალის დასკვნით კონცერტში მონაწილეობას საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი და თბილისის კამერული ორკესტრი მიიღებს. დირიჟორი კი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, არიელ ცუკერმანი იქნება.
დღევანდელ კონცერტში სოლისტები იქნებიან ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი, ალექსანდრე ბუზლოვი და ჯააკო ლუომა.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, კონცერტზე შესრულდება შტრაუსის, შუმანის და გრიგის ნაწარმოებები.