ახალი ამბები

უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს შესაძლოა, შეწყალება შეეხოთ

უახლოეს დღებში შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს:
“არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ. 
მისი თქმით, უვადო მსჯავრდებულთა თემა არის დამღა, რომელიც ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას ადევს.